მიმდინარე კვირის დასასრულს შესაძლოა ისლანდიაში ახალმა ვულკანმა, "კატლმა" გაიღივიძოს. ამის შესახებ ისლანიდელი გეოფიზიკოსები პროგნოზირებენ.
როგორც ცნობილია, ისლანდიაში რამდენიმე დღის წინ ამოფრქვეული ვულკანი უახლოეს მომავალში ჩაქრება და აქტიურობას შეწყვეტს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით არსებობს საშიშროება, რომ მისი მეზობელი ვულკანი "კატლი" გაიღვიძებს. სპეციალისტების ვარაუდით ამ ორ ვულკანის კრატერებს შორის საერთო მაკავშირებელი გზები არსებობს და ერთი ვულკანის ამოფრქვევა გავლენას მეორეზეც მოახდენს. ამის არგუმენტად ექსპერტები ახლახანს აქტიური ვულკანის ბოლო სამ ამოფრქვევას იხსენებენ, რომლის დროსაც ორ შემთხვევაში მეორე ვულკანი, "კატლიც" ამოიფრქვა.
გეოფიზიკოსების ინფორმაციით, ამ ეტაპზე "კატლის" ამოფრქვევის ნიშნები არ შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა შესაძლოა კვირის ბოლომდე შეიცვალოს.
"კატლის" ამოფრქვევის შემთხვევაში ექსპერტები შედარებით ნაკლებ ზარალზე საუბრობენ, თუმცა მათი თქმით წინასწარ ძნელია თქმა, თუ რა სიმძლავრის იქნება ახალი ამოფრქვევა და როგორ იმოქმედებს მისი ფერფლი ევროპის ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მუშაობაზე.