ირანს თითქმის ერთდროულად შეუძლია შექმნას ბირთვული ბომბი და კონტინენტთაშორისი რაკეტა მისი გადატანისათვის. კონგრესში გავრცელებული ამერიკელი სამხედროების საიდუმლო ანგარიშში, აღნიშნულია, რომ უკვე ხუთი წლის შემდეგ თეირანს შეეძლება აშშ-ს ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება. ამიტომაც ვაშინგტონი ჯერ კიდევ ცდილობს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და პრევენციული ღონისძიებების მიღებას არ გამორიცხავს.
"ირანის ბირთვული პროგრამა და მისი სურვილი ღიად დატოვოს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა შემაკავებელი სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია", _ აღნიშნავს "როიტერი" ანგარიშზე დატყდნობით.
რამდენიმე ხნით ადრე ამერიკელი სპეციალისტები ირანის შესაძლებლობას სწორედ ამ დროისათვის შეექმნა რაკეტები სკეპტიკურად უყურებდნენ. თუმცა, ახალი მონაცემები, აშშ-ს კონგრესის მაპროფილებელი კომიტეტების აზრით, "სრულად ასახავს ირანში არსებული სამხედრო სიტუაციის სრულ სურათს".
შეუძლებელია, აღნიშნული გარემოება, აშშ-ს სერიოზულ შეშფოთებას არ იწვევდეს: მიმდინარე წლის იანვარში სამხედროების მიერ ირანის დარტყმის მოდელირებულმა განხორციელებამ ცხადჰყო ამერიკელი სამხედროების უუნარობა დაიცვან ქვეყნის ტერიტორია.
"ზუსტად ამ დროისათვის, ისლამური რესპუბლიკა შექმნის თავის ბირთვულ ბომბს. როგორც ამ დღეებში სამხედროებმა განაცხადეს, ირანელ მეცნიერებს დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდებათ იმისათვის, რათა იარაღისათვის საკმარისი გამდიდრებული ურანი შექმნან და კიდევ დაახლოებით ხუთი წელი იმისათვის, რომ ბომბის მოწყობილობები შექმნან", _ დარწმუნებულნი არიან ვაშინგტონში.
რაც შეეხება დამკვირვებლებს, ისინი აშშ-ს მიერ დასახელებულ ვადებს ცოტა სკეპტიკურად უყურებენ.
"ამერიკელებს ჯერ-ჯერობით არ წარმოუდგენიათ არავითარი მონაცემი, რომელზეც დაყრდნობით ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას. რუსი სპეციალისტები ამას არ ადასტურებენ, თუმცა თეორიულად, ირანი ბირთვულ მასალებთან დაკავშირებით, უკვე გარკვეულ უნარ-ჩვევებს იძენს. ხოლო ასეთი შესაძლებლობის ალბათობა კი რა თქმა უნდა არსებობს", _ აცხადებს რუსეთის პოლიტიკური კვლევების ცენტრის თანამშრომელი ვადიმ კოზიულინი.
თუმცა¸როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს, აშშ არ აპირებს მშვიდად იჯდეს და ირანის სამხედრო წარმატებებს თვალყური ადევნოს. ირანის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ კი გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ახალი ბირთვული ობიექტების მშენებლობას იწყებენ.
ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება დღის წესრიგში დგას და ამ საკითხის განხილვა უკვე დაიწო გაეროს უშიშროების საბჭომ. ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერის პირობა უკვე დადეს რუსეთმა და ჩინეთმა. მიუხედავად ყოველივე ამისა, პენტაგონი თავისთვის არ გამორიცხავს, ირანზე პრევენტიური დარტყმის შესაძლებლობას.
ინფორმაცია ამის შესახებ, კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დაადასტურა აშშ-ს შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა ადმირალმა მაიკ მულლენმა და აღნიშნა, რომ "ობამასათვის დღეისათვის ხელმისაწვდომი სამხედრო ჩარევის ვარიანტების რეალიზაციას დიდი მნიშვნელობა ექნება ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებისათვის".
ამასთან ერთად ადმირალი აცხადებს, რომ სამხედრო დარტყმა "ბოლო ზომა" იქნება.
"ვფიქრობ, ირანში ბომბის გამოჩენა სერიოზული დესტაბილიზაციური მომენტი იქნება. ისევე როგორც სამხედრო ჩარევა, რომელიც ასევე დესტაბილიზაციამდე მივა", _ აცხადებს ადმირალი.