პოლონური მხარე პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ოთხ ვერსიას განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათი განმარტებით, "შავი ყუთის" ნაწილობრივი გაშიფვრის შემდეგ კომისია ოთხი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ კი, ტერორისტული აქტი, ტექნიკური ავარია, მფრინავის შეცდომა და ბოლო ორი ვარიანტი ერთობლივად.
ამასთან, როგორც პოლონური მხარე განმარტავს, "შავი ყუთის" ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მფრინავის ხმას სალონიდან შემოღწეული მგზავრების ხმაური ფარავს. ასევე გარკვევით ისმის მფრინავის ლოცვა.
აღსანიშნავია, რომ პოლონურმა მხარე კიდევ ერთხელ უარყო რუსული ვერსია, თითქოს პილოტი პრეზიდენტის თვითმფრინავის ოთხჯერ სცადა დასმა. მათი განმარტებით, პრეზიდენტის თვითმფრინავმა საფრენ ბილიკზე დაჯდომა მხოლოდ ერთხელ სცადა.