სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრისას დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მიმდინარეობაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დიმიტრი შაშკინმა სტუდენტებს ის რეფორმები გააცნო, რომელთა ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია - დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერება, საარჩევნო რეფორმა და პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე ცვლილებები.
სტუდენტებთან მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.