"ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ქვეყანაში "პატრიოტის აქტის" მსგავსი დოკუმენტის მიღება აუცილებელია" - ეს განცხადება ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნდობის ჰჯგუფის სხდომა "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით გაიმართა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს საგარეო დაზვერვის, საზღვრის დაცვის და ანტიტერორისტული ორგანოს ხელმძღვანელების მხრიდან.
თორთლაძე აცხადებს, რომ დღეს გამართული მსჯელობის შემდეგ კიდევ ერთხელ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და რისკების გამორიცხვისათვის "პატრიოტის აქტის" მსგავსი დოკუმენტის მიღება აუცილებელია.
გარდა ამისა, თორთლაძე აღნიშნავს, რომ რისკების პრევენციისათვის აუცილებელია ძალოვან უწყებებს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტის არსებობა.