ფოთის საზღვაო ნავსადგურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემი "ოსკარი" თურქეთის საზღვართან ჩაძირვას გადაარჩინეს.
ქართული გემი "პატრიოტი" "ოკარის" დასახმარებლად დილით გამოიძახეს, ფოთის პორტის ნავსადგომზე კი თურქული გემი ღამით ბუქსირით შემოიყვანეს.
ეკიპაჟის 6-ვე წევრი ქართველია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისი ტექნიკის არქონის გამო, ფოთის თავსადგურიდან მსგავსი დახმარება დაახლოებით 20 წელია არ შესრულებულა.
მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფოთელმა მეზღვაურებმა გემი ჩაძირვას გადაარჩინეს.