ყირგიზეთში, სოფელ მაევკაში ეთნიკური დაპირისპირების ნიადაგზე 5 ადამიანი დაიღუპა და 28 კაცი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არეულობის დროს სამმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, ხოლო ორი ადამიანი ავტომობილში და საცხოვრებელ სახლში დამწვარი იპოვეს.
ინციდენტის დროს ასევე 10 მილიციის თანამშრომელი დაიჭრა.
სამართალდამცავებმა სულ 158 ადამიანი დააკვეს.
არეულობა მაევკაში მას შემდეგ დაიწყო, რაცა დაახლოებით ათასამდე ადამიანი ადგილობრივი მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ეთნიკური თურქების მიწის მიტაცება.