ბათუმში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია. Qქალაქში ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ბათუმის მერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოყოფენ. გიორგი ერმაკოვის თქმით, ძლიერმა ქარმა, რომელიც დაახლოებით 20 წუთს გრძელდებოდა, სახურავები დააზიანა. ქალაქში რამდენიმე ხე წაიქცია და ყოფილი ფოსტის შენობიდან სამშენებლო კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიშალა. შტიქიის შედეგად აჭარის რეგიონთან ერთად სამეგრელოსა და გურიაში შეზღუდულია ელექტრო ენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.