გუშინ ღამით, ისლანდიაში რამდენიმე დღის წინ ამოფრქვეულმა ვულკანმა კვამლის ახალი ტალღა ამოუშვა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, ახლად ამოფრქვეული კვამლი დიდი ბრიტანეთის მიმართულებით გადაადგილდება. ბრიტანელი სინოპტიკოსების განცხადებით, უახლოეს მომავალში შესაძლოა სიტუაცია უფრო დამძიმდეს და ბრიტანულ აეროპორტებს კვლავ მუშაობის შეჩერება მოუწიოთ.
მათი თქმით, ამ წუთებში კვამლისგან შექმნილი ღრუბელი ჩრდილოეთ ირლანდიას უახლოვდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევის გამო ევროპაში 60.000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.