დღეს, 6 აპრილს, 10:00-18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, “ს.ს. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ ლეიკემიით დავადებული პაციენტებისთვის პარლამენტში გაიმართება უანგარო დონორთა აქცია - “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, რომელთაც „ს.ს. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტი“ მადლობის სიგელებს გადასცემს.
ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან სისხლისა და მისი კომპონენტებით მარაგდება საქართველოს სხვადსხვა კლინიკები, სხვადსხვა კერძო პირები და თავად ინსტიტუტის პაციენტები.
ლეიკემიითა და სხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის სისხლის ხშირ გადასხმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, სისხლის დონაცია აბსოლიტურად უსაფრთხო პროცესია.
ამავდროულად, სისხლის დონორიც იღებს სარგებელს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი ხელსუწყობს სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას და შედეგად აახალგაზრდავებს სისხლს.
კომპლექსური ანალიზატორების წყალობით ჩატარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, B და C ჰეპატიტი,შიდსი, ათაშანგი, ჰემოგლობინი), რაც ძალზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო სისხლის მისაღებად.