მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოსკოვში არ ჩავა.
ამის შესახებ განცხადება ტიმოფტის პრეს-სამსახურის უფროსმა ვლად ცურკანუმ გააკეთა.
მისი თქმით, მოლდოვას პრეზიდენტი 9 მაისს გამარჯვების დღეს მოლდოველ ხალხთან ერთად, კიშინოვში აღნიშნავს.
უფრო ადრე, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტზე უარი პოლონეთის, ბულგარეთის, საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების და აშშ-ს პრეზიდენტებმა განაცხადეს.
საზეიმო ღონისძიებებზე მოსკოვში ჩასვლაზე უარი ოფიციალურად დაადასტურა დიდი ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციამ.
რუსეთის დედაქალაქში სტუმრობას 9 მაისის ნაცვლად 10 მაისს გეგმავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
ამ დრომდე არ არის ცნობილი, დათანხმდება თუ არა მოსკოვის ოფიციალურ მოწვევას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.