პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გასულ კვირას მის პრესკონფერენციას გამოეხმაურა და პრესსამსახურს მისცა შენიშვნა მომავალშუ უზრუნველყონ, რომ თანაბრად ყველა ჟურნალისტმა დასვას შეკითხვა.
,,მინდა პრესსამსახურს მივმართო რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს პრესკონფერენციების გამართვის დროს და ყველას მისცეს თანაბრად უფლება და საშუალება, რომ დამისვან შეკითხვა. ვიცი, რომ გაზეთებს არ მიეცა საშუალება კითხვის დასმის. Eეს მიიღეთ როგორც შენიშვნა და მომავალში გამოასწორეთ”, _განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.