PSP-ში ფრანგული კოსმეტიკის დღეები დაიწყო. ღონისძიება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა და პსპ ჯგუფის დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა გახსნეს. ფრანგული დღეების ფარგლებში PSP-ს მომხმარებელს ფრანგულ კოსმეტიკურ პროდუციას სპეციალურ ფასად სთავაზობს.
ამას გარდა, მომხმარებელს PSP-ს კონკრეტულ აფთიაქებში საშუალება ექნება ჩაიტაროს კანის ტესტირება, დაადგინოს საკუთარი კანის ტიპი და პირადად მისთვის საჭირო კოსმეტიკა შეარჩიოს. ცალკეული აფთიაქები მომხმარებლებს მაკიაჟის უფასო პროცედურებს შესთავაზებენ.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა თქვენთან ერთად გამეხსნა ფრანგული კოსმეტიკური ბრენდების დღეები. საფრანგეთის მზარდი მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში საფრანგეთისა და საქართველოს შორის დაახლოებასა და სავაჭრო განვითარებას უწყობს ხელს. მოხარული ვართ, რომ სახელი PSP ფრანგული კოსმეტიკის მრავალ ბრენდთან ასოცირდება,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში PSP-ში ექსკლუზიურად წარმოდგენილია 10-ზე მეტი ცნობილი ფრანგული ბრენდი: ბიოდერმა, კოდალი, ესტერმი, ურიაჟი, ჯინო, ლა პეტიტ ოლივია და სხვები და დღეს ყველა ჩვენს მომხმარებელს იგივე პროდუქტის შეძენა შეუძიათ, რასაც შეიძენენ ფრანგი და სხვა ევროპელი ქალბატონები. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთ დამატებითი კომფორტი შევუქმენით ჩვენს ერთგულ მომხმარებელს“ - განაცხადა PSP ჯგუფის დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა.
ფრანგული კოსმეტიკის დღეებს PSP-ში სისტემატური ხასიათი ექნება და ყოველი თვის პირველიდან შვიდ რიცხვამდე გაიმართება.