საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) სოციალური გამოკითხვის შედეგებს ასაჯაროვებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” ორგანიზაციიდან აცნობეს საქართველოს მოსახლეობა დღეს უფრო ნაკლებად ოპტიმიზტურად არის განწყობილი, ვიდრე რთი წლის წინ.
IRI-ის განმარტებით, მოსახლეობის 55 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 25 % კი პასუხობს, რომ საქართველო სწორ მიმართულებას ადგას. ამის გამომწვევი მიზეზები ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობაა.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ).
კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70 პროცენტი.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია Baltic Surveys/The Gallup Organization -ის მიერ; საველე სამუშაოები აწარმოა Institute of Polling and Marketing -მა; კვლევა დააფინანსა U.S. Agency for International Development -მა.