საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) სოციალური გამოკითხვის შედეგებს ასაჯაროვებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” ორგანიზაციიდან საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით კვლავ მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს (91%), შემდეგ კი ჯარი (87%) და ქართული მედია (82%). ეს მაჩვენებელიც ყველა დემოგრაფიულ სექტორს მოიცავს.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ).
კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70 პროცენტი.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია Baltic Surveys/The Gallup Organization -ის მიერ; საველე სამუშაოები აწარმოა Institute of Polling and Marketing -მა; კვლევა დააფინანსა U.S. Agency for International Development -მა.