საბერძნეთში მყოფი 4 ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს.
საქართველოს მოქალაქეები უკვე ორ წელზე მეტია პორტში “ოკაბია ოკაბას” გემზე იმყოფებიან და კომპანიისგან წელიწადნახევარია ხელფასიც არ მიუღიათ.
გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ.
,,გემზე ვიმყოფებით საბერძნეთში 2012 წლიდან, ოქტომბერში წამოვედი ბათუმიდან.გემი უნდა გაგვერემონტებინა და გადავსულიყავით ნიგერიაში. ოთხი კაცი ვართ. მივმართეთ საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს, თუმცა მათგან არაფერი არ ისმის”, _განაცხადა ერთ-ერთმა მეზღვაურმა ნაზიმ გოგიაშვილმ ,,რუსთავი-2”_თან საუბარში