საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კოტ დ’იუვარის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაცია სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს გაეცნო.
სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს რეგისტრაციის სისტემის ქართული მოდელი, ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, ელექტრონულ სერვისები, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ერთიანი საკადასტრო სტანდარტების შემუშავების და სააგენტოში მიმდინარე სხვა პროექტები გააცნეს.
17-კაციანი დელეგაცია, რომელშიც მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც შედიან, საჯარო სერვისების რეფორმირებით არის დაინტერესებული.
საქართველოს გამოცდილების გაზიარების რეკომენდაცია კოტ დ’ივუარის ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაუწია. დელეგაცია საქართველოში 29 მარტს ჩამოვიდა. მისი წევრები უკვე ეწვივნენ იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და სხვ...
კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს 3 აპრილს დატოვებს.