ძლიერმა ქარმა ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეებიც.
დაზარალებულთა შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიც.
ზუგდიდში პირველი საშუალო სკოლის ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო სასწავლო პროცესი გადაიდო.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ზუგდიდში ძლიერმა ქარის შედეგად სამი საჯარო სკოლაც დააზიანა, რის გამოც პირველ, მესამე და სოფელ რუხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.