საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონს სტუმრობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში მდებარე თხილის ქარხანა მოინახულა.
შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” მიერ დაფუძნებულ ქარხანა 2013 წელს აშენდა და მასში 300 000 აშშ დოლარის მოცულობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა. წარმოების განვითარების მიზნით, ქარხანამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოიპოვა 782 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება. საწარმომ შეძლო შეესყიდა თანამედროვე, უახლესი მოსახალი და შესაფუთი მანქანა-დანადგარები, ძირითადი საჭირო, საწარმოო აღჭურვილობები და ნედლეული.
ქარხანაში იწარმოება თხილის გული, მოხალულ თხილი, ბლანშირებული თხილი და აგრეთვე ინოვაციურ თხილის პროდუქტი-მოხალული, დამარილებული თხილი ნაჭუჭით.