ჩინეთის პოლიციამ ნახევარი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი გატაცებული ბავშვი იპოვა, რომელთა გაყიდვასაც გამტაცებლები აპირებდნენ. მათი ნაწილი უკვე სახლშია დაბრუნებული, თუმცა ამ მიმართებით სამართალდამცავთა საქმიანობა გრძელდება.
ყოველწლიურად ჩინეთში ასობით ბავშვი იკარგება. თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებით კი ეს ციფრი ათასებს აღემატება.
დანაშაულებრივი დაჯგუფებები ბავშვებს იტაცებენნ, რათა შემედეგ უშვილო წყვილებს მიჰყიდონ.
პატრიარქალურ ჩინურ საზოგადეობაში განსკაუთრებულად ფასობენ ბიჭები, რომელთა ღირებულება 6 ათას დოლარს აღწევს, მაშინ როდესაც გოგოებს 500 დოლარადაც ყიდიან.
არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული როდესაც ბავშვებს სექსუალურ მონობაშიც ამყოფებენ, ან აიძულებენ შეასრულონ მძიმე სამუშაოები. დაკარგული ბავშვების მშობლები მეტწილად გლეხები ან ღარიბი ფენის წარმომადგენლები არიან.
6 თვის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ადამიანის ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იმისათვის, რათა გაადვილდეს გატაცებული ბავშვების პოვნა ქვეყანაში შეიქმნა დნმ-ის ნაციონალური ბაზა. ბავშვებით ვაჭრობის გარდა ჩინელი დამნაშავეები ხშირად იტაცებენ გოგოებსა და ქალებს და მათ იმ სოფლებში ყიდიან, სადაც მამაკაცთა რაოდენობა ბევრად აღემატება მდედრობითი სქესის მოსახლეობის რაოდენობას.
ბოლო თვეების განმავლობაში პოლიციამ დამნაშავეებისგან 2500 მეტი ქალი გაათავისუფლა.