ყირგიზეთის ქალაქ ჯალალ-აბადის ცენტრალურ მოედანზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მხარდასაჭერი მიტინგი იმართება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ ჯალალ-აბადის ცენტრალურ მოედანზე 1500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და ბაკიევის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებნ. მათი თქმით, ოპოზიციამ ძალაუფლება სისიხლით მოიპოვა, ბაკიევი კი ჯერაც ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია.
"ინტერფაქსის" ცნობით, მიტინგზე ხალხის ავტომობილებით ტრანსპორტირება კვლავაც გრძელდება. მომიტინგეების განცხადებით, აქცია მშვიდობიანია და არავითარი ექსცესები არ იგეგმება.