სოფელ ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 53-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სააღდგომოდ საფლავებსა და სალოცავებში გასვლის უფლების საკითხს დააყენებს. შეხვედრის მონაწილეები ასევე განიხილავენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს და პატიმრებისა და უგზოუკლოდ დაკარგულების შესახებ იმსჯელებენ.