დღეს, 19 აპრილს,, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე მომზადებულ დასკვნას გამოაქვეყნებს.
სააგენტო "როიტერის" ცნობით, ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე მიიღო საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები. ამ შედეგებს კი, საჯაროდ გამოქვეყნებამდე ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი გაეცნობა.
21 წლის ქართველი მოციგავე ვანკუვერიოს ოლიმპიადაზე, საწვრთნელი დაშვებისას მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ტრაგედია 2010 წლის 12 თებერვალს მოხდა.