პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის სამგლოვიარო პროცესია ვაველის სასახლისკენ მიემართება. ათასობით ადამიანი ტაშითა და ცრემლებით ემშვიდობება პრეზიდენტ კაჩინსკის.
ლეხ და მარია კაჩინსკებს ვერცხლის ზარების კოშკთან, კრაკოვის ვაველის სასახლის კათედრალურ ტაძარში დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობას მხოლოდ ნათესავები და უახლოესი მეგობრები მიიღებენ.
პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვისას 21 საარტერიო ზალპს გაისვრიან.
პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია კი კრაკოვის წმინდა მარიას გაიმართა.