ევროკომისიის ხელმძღვანელის ჯოზე მანუელ ბარუზოს განცხადებით, უახლოეს მომავალში ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო შექმნილი ავიაკრიზისთან დაკავშირებით ევროპის საბჭოში სხდომა იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო "იტარ-ტასი" ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, სხდომას ევროპის ქვეყნების ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები და მინისტრები დაესწრებიან, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრის დრო უცნობია, რადგან ევროპის საჰაერო სივრცე დახურულია და მინისტრებს ბრიუსელში ჩასვლისთვის დაახლოებით ორი კვირა მაინც დასჭირდებათ.
აღნიშნულის გათვალისწინებით კი არ არის გამორიცხული, რომ შეკრება ტელეკონფერენციით სახით გაიმართოს.