აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფიცილური ვიზიტით პაკისტანში ჩავიდა. ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში, რომელიც 3 დღეს გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში კლინტონი შეხვდბა პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის, პრემერ მინისტრ უსუპ რეზ გილანს და სხვა ოფიციალურ პირებს.
სახელმწიფო მდივანს თან ახლავს აშშ-ს სპეციალური წარომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბუკი.
პაკისტანის თემა ჰილარი კლინტონმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დიდი ბრიტანეთში ვიზიტისას განიხილა, სადაც მან აღნიშნა რომ პაკისტანს ტერორისტული საფრთხე ემუქრება. კლინტონმა იქვე დასძინა, რომ ეს არ წარმოადგენს იმის საფრთხეს, რომ ქვეყნის ბირთვული იარაღი ტერორისტების ხელში მოხვდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ პაკისტანის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს ბირთვულ იარაღს.