ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე კრაკოვში ავტომობილით ჩავიდა, სადაც იგი პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის მარია კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
ლიტვის პრეზიდენტის პრესსპიკერის, ლინას ბალსისის განცხადებით, მათ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქნილი კვამლის გამო ფრენა ვერ შეძლეს და ტრანსპორტირებისთვის ავტომობილი ამიტომ გამოიყენეს.