რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კრაკოვში ჩაფრინდა, სადაც ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია პრიმაკოვამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევი მოსკოვიდან კრაკოვში დღეს გაფრინდა.