თბილისის მერის ახალი მოადგილეების დამტკიცებამდე დასახელებულ კანდიდატებს საკრებულოში მოუსმენენ. ისინი თავიანთ ხედვას დეპუტატებს დღეს გააცნობენ. უკვე ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ნარმანიას მიერ დასახელებული კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა უმცირესობის დეპუტატები მოსმენას დაესწრებიან. უმრავლესობისთვის კი ლექვინაძისა და ქუმსიშვილის კანდიდატურები მისაღებია. დავით ნარმანიამ ახალი მოადგილეებისა და თბილისის მთავრობის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის კანდიდატურა საკრებულოს გასული კვირის ბოლოს წარუდგინა.