პრეზიდენტის მიერ დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სესია კვორუმის არასებობის გამო ვერ იწყება.
რიგგარეშე სხდომაზე 12:00 საათისთვის მხოლოდ 31 დეპუტატი გამოცხადდა.აღნიშნული რაოდენობა სხდომის დასაწყებად საკმარისი არ არის და საჭიროა 76 დეპუტატის ყოფნა.
საკანონმდებლო ორგანოში ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე იმყოფებიან.
სხდომაზე კოლიცია ,,ქართული ოცნებიდან” ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური იმყოფება, რომელიც პარალამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოვალეობას ასრულებს.
დეპუტატებმა ხელახალი რეგისტრაცია ათი წუთის შემდეგც კვლავ გაიარეს, თუმცა დარბაზში მხოლოდ 34 კანონმდებელი გამოცხადდა. ხელახალი რეგისტრაცია 14:00 საათზე იგეგმება.
რიგაგარეშე სხდომაზე კანონმდებლებმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უნდა იმსჯელონ.