პაკისტანის ჩრდილო დასავლეთში ქალაქ ფეშარავში ტერაქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტმა თვითმკვლელმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რომელიც ქალაქის ხალხმრავალ ადგილას _ ბაზართან იყო გაჩერებული.
პოლიციის მონაცემებით, ტერაქტი ექსტრემისტი თალიბების "ტეჰრიკ ი თალიბან პაკისტანის" წევრების მოწყობილია, რომელთც ქვეყანაში მოწყობილი ტერაქტების უმრავლესობა უკავშირდებათ.
მომხდართან დაკავშირებით ქალაქის ყველა სამაშველო სამსახური საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. ფეშარავი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო ადმინისტრაციული ცენტრია და ის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი გახდა. სწორედ აქ ექსტრემისტები რეგულარურად აწყობენ ტერორისტლ აქტებს.
გასულ კვირას ამავე ქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 15 ადამიანი დაიჭრა. ბოლო პერიოდში კი ქვეყანაში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 150 ადამიანზე მეტია დაღუპული.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს პაკისტანში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა.