დღეს, 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მცხეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლის დარბაზში მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის ღია პირველობა ჭიდაობა-ძიუდოში გაიხსნება. შეჯიბრი მთავარი პროკურატურისა და მცხეთის პროკურატურის ინიციატივით ტარდება.
ძიუდოს ჩემპიონატი ორ ტატამზე პარალელურად გაიმართება.
ტურნირში 11 წონით კატეგორიში მონაწილეობას მიიღებს მცხეთის რაიონის საჯარო სკოლების 110 მოსწავლე. გათამაშდება 11 ოქროს, 11 ვერცხლის და 22 ბრინჯაოს მედალი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან აგრეთვე დიპლომებითა და სხვადასხვა საჩუქრებით.
სპორტული შეჯიბრი საჯარო სკოლებს შორის "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, უზრუნველყოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
`საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტი საქართელოში 2006 წლიდან ხორციელდება.