სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებული ტენდერში, ერთადერთი პრეტენდენტი იყო სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება. შესაბამისად 2015 წლის მანძილზე (ისევე როგორც 2013 და 2014 წლებში), სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებულ რეცენზირებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განახორციელებს. უახლოეს დღეებში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის აღნიშნულზე ხელშეკრულება გაფორმდება.