საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, მცხეთის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - ,,იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა. მოსწავლეებმა გამოიძიეს იმიტირებული სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, ამოცნობა, დაკავება. ამავე პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ექსპერტების საქმიანობას. კერძოდ, როგორ ხდება ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან კვლების აღება და მათი დამუშავება.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლეების მიერ დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების როლის გაცნობიერება, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება და დანაშაულის პრევენცია.
პროექტში მონაწილეობა მიიღო დამამთავრებელი კლასის 25-მა მოსწავლემ, რომლებსაც პროექტის დასრულების შემდგომ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ სერთიფიკატები გადასცა.