საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა დაიკლებს ტემპერატურაც და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა.
,, დღეს და ხვალ საღამოს საათებში ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთი ძლიერი ქარი, მოსალოდნელია საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა. 1-ელი მარტიდან კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია მცირე წვიმა მარალ მთაში თოვლი”, -აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გვაზავა.
მისივე განმარტებით, მომდევნო დღეებში ტემპერატურაც დაიკლებს და დასავლეთს საქართველოში ჰაერი 12-17 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 10-15 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება თბილისისს 1-ელ მარტს აქაც სინოპტიკოსები მცირე წვიმას ვარაუდობენ და იქროლებს დასავლეთ საქართველოს ძლიერი ქარი.