ხვალიდან, 22 თებერვლიდან, საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, ჰაერი დასავლეთ საქართველოში 19 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 14 გრადუსამდე გათბება.
,,22 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს და 23 თებერვლიდან ტემპერატურაც მოიმატებს. დასავლეთში საქართველოში ჰაერი 19 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 12-14 გრადუსამდე გათბება”, -განაცხადა დოდო გვაზავამ.
მისივე თქმით, გამოიდარებს თბილისშიც და ჰაერი 10-12 გრადუსამდე გათბება.