ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ჯალალ-აბადიდან ყაზახეთში გაემგზავრა. ამის შესახებ სააგენტო "AKIpress"-ი იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ყირგიზეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ყაზახეთში ბიშკეკის დროით 19:20 საათზე გაემგზავრა.
აღსანიშნავია, რომ ყურმანბეკ ბაკიევმა ყაზახეთში გამგზავრებამდე ჯალალ-აბაში ქვეყნის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ 6-7 აპრილს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და1600-ზე მეტი დაშავდა. ამ დროისთვის ყირგიზეთს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.