რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირგიზეთში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობით შეშფოთებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქს" ლავროვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე ანდრეი ნესტინენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბოლო დღეებში ბიშკეკში რუსეთი საელჩოს ბერვამა ჩვენმა მოქალაქემ მიმართა, რომ მათი კომპანიის ოფისებზე და საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმები ნაციონალური ნიშნით გახშირდა. ეს ხდება, როგორც ყირგიზეთის დედაქალაქში ასევე, ქვეყნის სხვა რაიონებშიც", - განუცხადა ნესტინენკომ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
მისივე მტკიცებით, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები კი ჩვენი მოქალაქეების მიმართვის დროს არც კი რეაგირებენ.