ყირგიზეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს.
ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის დროებითმა მთავრობამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რუსლანა კაზაკბაევა დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ 6-7 აპრილს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და1600-ზე მეტი დაშავდა. ამ დროისთვის ყირგიზეთს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.