ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი სოფელი ტეიტიდან ჯალალ-აბაში ქვეყნის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის წარმომადგენელთან შესახვედრად გაემგზავრა.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად ქვეყნის პრეზიდენტმა მიაწოდათ.
შეგახსენებთ, რომ 6-7 აპრილს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და1600-ზე მეტი დაშავდა. ამ დროისთვის ყირგიზეთს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.