პოლონეთის პრეზიდენტის ახლო მეგობრის, ყოფილი სამხედროს ედვარდ მიჟიკოვსკი განცხადებით, ტრაგედიამდე ხელისუფლებაში ახალი სამთავრობო თვითმფრინავის ყიდვის საკითხი განიხილებოდა, მაგრამ, პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკიმა მის შესაძენად თანხა არ გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ბეტა.ნოვოტეკა.რუ" ავრცელებს.
მიჟიკოვსკის თქმით, ტუსკიმა მაშინ თქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტისთვის ახალი ავიატექნიკის შეძენა ნაციონალური ხარჯია და სჯობია ეს თანხა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მოხმარდეს.
ამასთან, კაჩინსკის მეგობრის მტკიცებით, გაფრენამდე ცოტახნით ადრე პოლონეთის პრეზიდენტი რაღაცაზე ყოყმანოდა და კატინში გამგზავრება არ უნდოდა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.