დღეს, 16 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გაეროს განვიარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაიმართება შეხვედრა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თემაზე: ,,არასამთავრობო ორგანიზაციების საექსპერტო შეფასებები კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმირება- მოგვარებაში".
სხდომას გაუძღვება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.
შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები