აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. "სიჩუმის რეჟიმი" ნარჩუნდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახური იტყობინება.
გენერალური შტაბის პრეს-სპიკერის, ვლადისლავ სელეზნიოვის მტკიცებით, ამბოხებულებმა ზავის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ცეცხლი 6-ჯერ გახსნეს, რაც არა ინტენსიურ, არამედ ლოკალურ ხასიათს ატარებდა.
უკრაინულ პოზიციებს სეპარატისტებმა ცეცხლი ჩერნუხინოსა და ზოლოტოეს რაიონებში გაუხსნეს. ლოკალურ სროლებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.