ადამისნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ოფიციალური განცხადება სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედრო მფრინავი უკვე 2 თვეზე მეტია, შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებდა, რომ სავჩენკოს რუსეთი უახლოეს ხანებში გაატავისუფლებდა, თუმცა როგორც ჩანს, მოსკოვი მძევლის გათავისუფლებას ჯერჯერობით არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები