ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე 2 დღით ადრე რუსეთმა დებალცევოზე მასირებული იერიშები დაიწყო. სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონის დაბომბვა საარტილერიო დანადგარებითა და ტანკებით მიმდინარეობს.
დებალცევოსთან დიდი რაოდენობით შეიარაღება და სატანკო კოლონებია მობილიზებული. სატანკო იერიში განხორციელდა ლოგვინოვოზეც, რის გამოც უკრაინული ნაწილები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ამ დროისათვის სეპარატისტები არტემოვსკი-დებალცევოს სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალს სრულად აკონტროლებენ.