რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთის პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
"ოთხშაბათს, გვიან საღამოს ყურმანბეკ ბაკიევის ინიციატივით სატელეფონო საუბარი გაიმართა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან", - აცხადებენ პუტინის პრესსამსახურში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერ ალმაზბეკ ატამბაევას შეხვდა, რომელიც მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრემიერის პრესსამსახურში ყირგიზეთის პრეზიდენტთან და ვიცე-პრემიერთან საუბრის დეტალებს არ აკონკრეტებენ.