აშშ კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც პრეზიდენტ ობამას კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების უფლებას აძლევს. შესაბამისი დოკუმენტი რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ინჰოფმა მოამზადა. კანონპროექტის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საერთო სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და კონგრესს უნდა წარუდგინოს. ამასტან, ობამას, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების უფლებაც მიეცემა.
მასალის გამოყენების პირობები