ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჩელსის ფეხბურთელის, ბრონისლავ ივანოვიჩისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას არ აპირებს. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ლონდონელთა მცველს ევერტონის ფეხბურთელის, ჯეიმს მაკარტისთვის არ უკბენია. როგორც ირკვევა, მან მეტოქე კლუბის ფეხბურთელს ხელი კისერზევ უხეშად მოჰკიდა, რისთვისაც მისი დასჯა ასოციაციამ დაუშვებლად მიიჩნია. 2 წლის წინ უხეშობის მსხვერპლი ივანოვიჩი თავად გახდა. „ლივერპულის“ ფეხბურთელმა მას მხარზე უკბინა, რის გამოც 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.