საფრანგეთი რუსეთისთვის ავიამზიდ „მისტრალების“ გადაცემაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პარიზი რუსეთის მიერ მინსკის შეტანხმებით აღებული პირობების შესრულებას დაელოდება და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.
ფრანგულ მხარეს „მისტრალის“ ტიპის სამხედრო გემები რუსეთისთვის ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა გადაეცა, თუმცა დონბასში განვითარებული მოვლენების გამო გარიგება ჩაიშალა.