ვაშინგტონი მინსკის მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს. თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
მისივე თქმით, ვაშინგტონი მხარეებს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტითა და კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გაყვანით უნდა დაიწყოს. ამერიკული მხარე რუსეთისგან სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვს.